დავით კაჭარავა: რამდენიმე წლის წინ, როცა ლგბტ თემების შემოტანა დაიწყო საქართველოში საუბრობდნენ, რომ ჩვენ ეს გამოწვევა არ გვემუქრებოდა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეს იყო ჩვენი საზოგადოების ერთგვარი შემზადება

Read Time:1 Minute, 4 Second

„რაც უფრო მეტად წაართმევ ადამიანს თავის კულტურას, ისტორიას, იდენტობას და ყველა იმ თვისებას, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს, მით უფრო მარტივია, ამ მასის მართვა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ შეეგუება ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას.

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია. მე ასეთ კონსტანტირებას გავაკეთებდი – ეს არის რეალურად თავისუფლების წართმევა ქართველი ადამიანისთვის. ამ სიტყვების არ გამოყენება ცხოვრებაში არის თავისუფლებისა და უფლებების წართმევა, რასაც რასაკვირველია ჩვენ არ მივესალმებით. ეს გარკვეული ჯაჭვია, ჩვენ ვნახეთ ესპანეთში გამართული პრაიდი, სადაც პირველად მოხდა, რომ 10 წლის ბავშვები გამოიყვანეს. ვნახეთ, ბრიტანეთის ჯანდაცვაში გაკეთებული განცხადება ტრანსგენდერებთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ გამომუშავებული რძე იდენტურია დედის რძის.

მთელი მსოფლიოს გარშემო გაძლიერდა ეს პროპაგანდა. ვიქრობ, რომ ყოველივე ემსახურება იმას, რომ საზოგადოება დაასუსტონ. იგივე ხდება, ჩვენც ქვეყანაშიც. რაც უფრო მეტად წაართმევ ადამიანს თავის კულტურას, ისტორიას, იდენტობას და ყველა იმ თვისებას, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს, მით უფრო მარტივია, ამ მასის მართვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვერ შევეგუებით და არ შევეგუებით. სწორედ ამ ყველაფერზე არის გაკეთებული აქცენტები იმ წერილში, რომელიც დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ.“ რამდენიმე წლის წინ, როცა ამ თემების შემოტანა დაიწყო საზოგადოებაში საუბრობდნენ, რომ ჩვენ ეს გამოწვევა ეს არ გვემუქრებაო.

დღეს კი თვალნათლივ ჩანს, რომ ეს იყო საზოგადოების შემზადება, იმისთვის რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. დღეს მსოფლიოს ერთ-ერთმა გიგანტმა ოფიციალურად გასცა დირექტივა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.“ – განაცხადა კაჭარავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე: როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, რუსული ოკუპაციის შემაჩერებელ აქტს მივიღებთ
Next post „ამდენი წლის ვარ და დღემდე ვერ გავიგე, რა სურთ ქალებს…“ – ნიკუშა შენგელაია