ბადრი ჯაფარიძე: როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, რუსული ოკუპაციის შემაჩერებელ აქტს მივიღებთ

Read Time:34 Second

როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, რუსული ოკუპაციის შემაჩერებელ აქტს მივიღებთ“, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„ზოგადად სტუდენტებში პოლიტიკური ინტერესი დიდია. ჩვენი მიზანია, რომ ის განცდა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ახალგაზრდებში დანერგა, შევცვალოთ. „ქართული ოცნების“ მიზანია, ახალგაზრდები მაქსიმალურად დემოტივირებულები იყვნენ და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. მე ახალგაზრდებს ვეუბნები ერთ რამეს – აბსოლუტურად ვენდობი ჩვენი შვილების თაობის გადაწყვეტილებებს, რადგან ეს თავისუფალი თაობაა, რომელიც „ქართულო ოცნების“ წარმომადგენლებისგან განსხვავებით, თავისუფლად გაიზარდა. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ ის მონაწილეობს არჩევნებში და ის განსაზღვრავს მის მომავალს. მათ უნდა თქვან, რომ თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება ეს ქვეყანა ხვალ. რაც მთავარია, ახალგაზრდებს რუსული ოკუპაცია ძალიან აწუხებთ. როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება, რუსული ოკუპაციის შემაჩერებელ აქტს მივიღებთ“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მერიის თანამშრომლები დააკავეს – სუსის განცხადება
Next post დავით კაჭარავა: რამდენიმე წლის წინ, როცა ლგბტ თემების შემოტანა დაიწყო საქართველოში საუბრობდნენ, რომ ჩვენ ეს გამოწვევა არ გვემუქრებოდა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეს იყო ჩვენი საზოგადოების ერთგვარი შემზადება