დავით ზალკალიანმა ალიანსი „მულტილატერალიზმისათვის“ მინისტრთა დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

Read Time:44 Second

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, გერმანიისა და საფრანგეთის ორგანიზებით გამართულ, “ალიანსი მულტილატერალიზმისათვის” მინისტრთა დონის შეხვედრაში – “Shaping our common agenda”, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრის ძირითადი თემა გახლდათ მულტილატერალიზმის როლი კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის, გენდერული თანასწორობის დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების მიმართულებით.

შეხვედრაში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ივ ლე დრიანმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა გლობალური გამოწვევების საპასუხოდ საერთაშორისო თანამშრომლობის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობაზე.

მათ შორის, ხაზი გაუსვა მულტილატერალიზმის როლს პანდემიასთან ბრძოლის, ქალთა და გოგონების უფლებების დაცვისა და გარემოს დაცვის კონტექსტში. ხაზი გაესვა ასევე, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სამომავლოდ, პანდემიასთან გასამკლავებლად მზადყოფნისა და უკეთესი საერთაშორისო სისტემის შექმნის საქმეში.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“ მიმართ საქართველოს მხარდაჭერა და მულტილატერალიზმის განმტკიცების მიმართულებით, ქართული მხარის მიერ წვლილის შეტანის მზაობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი, რადგან ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, ნიკა მელია იყოს გარეთ, რომ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“
Next post ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 7.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა