დავით ზალკალიანი: ძალიან კარგია, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები მზარდი დინამიზმით განვითარდება

Read Time:51 Second

ძალიან კარგია, რომ ელჩი დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან მზარდი დინამიზმით განვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინაში საქართველოს ელჩ თეიმურაზ შარაშენიძეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ელჩი ერთ თვეზე მეტია, რაც უკრაინაში დაბრუნდა და თავის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.

„ერთ თვეზე მეტია ის კიევშია. ის დღეს უკრაინის დელეგაციასთან ერთადაა და ესწრებოდა შეხვედრებს. რა თქმა უნდა, ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა კარგად იციან ჩვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორები ვართ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის სახელმწიფოებრიობასა და ჩვენს კანონებს. როდესაც ჩარევა ხდება სხვა ქვეყნის საქმიანობაში, მათ შორის ხდება საარჩევნო კანპონმდებლობის დარღვევა, ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო და როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს ეს ვუთხარით. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც მიღებულია დიპლომატიურ პრაქტიკაში. მას შემდეგ რაც ელჩი გამოწვეული იყო, ჩვენ ურთიერთობა და კონტაქტი ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია. იცით თქვენ, მე მუდმივად ხაზზე ვიყავი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. გვქონდა სატელეფონო საუბრები და მიმოწერა. ვხვდებოდით ერთმანეთს სხვადასხვა ფორმატში და ვმსჯელობდით, თუ როგორ უნდა გამოვსულიყავით ამ მდგომარეობიდან. ძალიან კარგია, რომ ელჩი დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები მზარდი დინამიზმით განვითარდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორია კორონავირუსის ე.წ. ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებები. თენგიზ ცერცვაძის განმარტება
Next post კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა