დავით ზალკალიანი: უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების პროცესს

Read Time:1 Minute, 25 Second

ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, თავისი მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით მუშობს თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჟენევის პროცესის ყველა ძირითად აქტორთან ერთად, რომელიც უკვე ინფორმირებულია.

„ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, თავისი მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და ასევე, ყველა ფორუმის მაქსიმალურად გამოყენება იმისათვის, რომ ეს უკანონო დაკავება იყოს წამოწეული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის. ეს არის ცალსახად პროვოკაციული ქმედება და არის მიმართული ქვეყნის შიგნით დაძაბულობის გამოწვევის თვალსაზრისით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად დაემთხვა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს, რომელმაც ერთხმად აღიარა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და ის ფაქტი, რომ იქ შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ძალას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით მუშობს თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჟენევის პროცესის ყველა ძირითად აქტორთან ერთად, რომელიც უკვე ინფორმირებულია. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წამოვიდა დამგმობი განცხადებები. ვიხილეთ აშშ-ს, ევროკავშირის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ამ უკანონო დაკავების პროცესს და იქნება ისე, როგორც წინა უკანონო დაკავების შემთხვევებში, საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ერთიანი ამ მოთხოვნაში. ჩვენ ამას შევძლებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: ან უნდა დავარწმუნოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ არჩევნები არსებითად გაყალბდა, ან დავუჯეროთ მათ რჩევას, ხელისუფლებას გამოვგლიჯოთ მაქსიმუმი და შევიდეთ პარლამენტში
Next post ნათია თურნავა: ბიზნესს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ ვურჩევდი