დავით ზალკალიანი: მთელ საქართველოს ვულოცავ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის საერთაშორისო აღიარებას, რაც ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებაა

Read Time:44 Second

დავით ზალკალიანი საქართველოს ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოში UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„მთელ საქართველოს და თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ამ აღიარების მოსაპოვებლად , – წერს ზალკალიანი.

მინისტრის განცხადებით, გეოგრაფიული და ბუნებრივი სიმდიდრე ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელსაც წინაპრები საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ.

„ბუნებრივი მემკვიდრეობა ეს ის სიმდიდრე და ფასეულობაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი როლი მისი მოვლა-პატრონობის საქმეში. ეს მემკვიდრეობა ჩვენ წარსულიდან გვერგო, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისი აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირება, ჩვენ, თანამედროვე საზოგადოებამ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და თვალის ჩინივით დავიცვათ ის, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს, რაც ქართველისთვის სიწმინდესთანაა გაიგივებული და რაც საკუთარ თავში ჩვენი რწმენის წყაროა“, – წერს ზალკალიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას არაფერი ჰქონდა სათქმელი არჩევნებთან დაკავშირებით – მათ ეშინოდათ არჩევნების შესწავლის
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა