დავით ზალკალიანი: დონალდ რამსფელდი საქართველოს კარგი მეგობარი იყო

Read Time:36 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის, დონალდ რამსფელდის გარდაცვალებას ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დონალდ რამსფელდის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ის საქართველოს კარგი მეგობარი იყო. ჩვენ ყოველთვის მისი მადლიერნი ვიქნებით, აშშ-საქართველოს თავდაცვის პარტნიორობაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – წერს დავით ზალკალიანი Twitter-ზე.

30 ივნისს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი, დონალდ რამსფელდი 88 წლისა გარდაიცვალა.

1972-1974 წლებში დონალდ რამსფელდი ნატოში აშშ-ის ელჩის მოვალეობებს ასრულებდა. 1974 წელს ის ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. 1975 წელს, 43 წლის ასაკში ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მდივანი გახდა.

2000 წელს საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ რამსფელდი ჯორჯ ბუშის კონსულტანტი იყო, ხოლო 2001 წელს ჯორჯ ბუშმა ის თავდაცვის მდივნად დანიშნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი – ნებისმიერი რადიკალური ქმედება, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს სამართალდარღვევას ან დანაშაულის ნიშნებს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას
Next post მიხეილ სარჯველაძე: გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არის ის ღირებულება, რომელზეც შენდება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო