ანრი ოხანაშვილი – ნებისმიერი რადიკალური ქმედება, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს სამართალდარღვევას ან დანაშაულის ნიშნებს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას

Read Time:53 Second

ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება თავისუფალი გადაადგილების, ეს არის ყველა მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ ღონისძიებას, რაც საჭიროა ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვისმ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობას მკაცრი რეაგირება მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

„შესაძლო შეზღუდვები დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც შეიძლება არ შეიზღუდოს. ეს უფლება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას, თუ უფრო მაღალი ინტერესები არის საფრთხის ქვეშ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს უფლება შეიზღუდოს. ვისთვის ღირსების მარში, ვისთვის აზრის გამოხატვის თავისუფლებაა. ყოველთვის მხარს ვუჭერ, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა ნიშნით გამოხატავს აზრის თავისუფლებას. თუ სასწორზე დადგება საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესი, რა შემთხვევაშიც კონსტიტუცია ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ კონკრეტული პირის უფლება შეიძლება შეიზღუდოს. ეს მოხდება, თუ ამის საჭიროება იქნება. ამას კონსტიტუცია გვავალდებულებს. რა თქმა უნდა, იქნება ძალადობა, ამას ექნება მკაცრი რეაგირება. ვინმე თუ გაბედავს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეფერხებას, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ნებისმიერი რადიკალური ქმედება, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს სამართალდარღვევას ან დანაშაულის ნიშნებს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას, არავის არ აქვს უფლება ვინმეს მიმართ იძალადოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

1-5 ივლისს თბილისში პრაიდკვირეული ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი: „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი
Next post დავით ზალკალიანი: დონალდ რამსფელდი საქართველოს კარგი მეგობარი იყო