დავით ზალკალიანი: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება გააჩენს მეტი ინვესტიციების შესაძლებლობას

Read Time:30 Second

ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება, კერძოდ, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან განსაზღვრულია 2 ძირითადი მიმართულებით. ესენია: უსაფრთხოება და ეკონიმიკური განზომილება, რაც შეიძლება ბევრი ამერიკული ინვესტიცია ვიხილოთ საქართველოში და მთავარი – აშშ-სთან გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ბოლო წლებში ძალიან ბევრი თანმიმდევრული ნაბიჯი გადაიდგა.

„აშშ-ს უმაღლეს სავაჭრო წარმომადგენლთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ამ თემაზე. ეს პროცესი დაწყებულია ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს და შემდგომ უკვე გაგრძელდა ჯო ბაიდენის ადმინისტაციასთან. გარდა ამისა, გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესის მხრიდან. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება გააჩენს მეტი ინვესტიციების შესაძლებლობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბორის ჯონსონი მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაბომბვაზე: პუტინს პასუხს ვაგებინებთ საშინელი დანაშაულებისთვის
Next post გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის შედეგად 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაიჭრა