დავით ბახტაძე – ცენტრალურ ხელისუფლების თანადგომით და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით სამტრედიას ერთ-ერთ გამორჩეულ მუნიციპალიტეტად ვაქცევთ
,,კარგად ვიცნობ ჩემს მშობლიურ სამტრედიას, რკინიგზელთა ქალაქს. კარგად ვიცი, თუ რომელ დასახლებასა და უბანში რა არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მომავალშიც ბევრი პროექტია დაგეგმილი’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ სამტრედიის მერობის კანდიდატმა დავით ბახტაძემ წარდგენაზე.
მისი თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა იყო ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატი – იმ ძალის რომელსაც შეუძლია საქმე აკეთოს და ქვეყანა წინ წაიყვანოს.
„მეამაყება, რომ დღეს თითოეული თქვენგანის წინაშე ვდგავარ და ვარ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, პოლიტიკური ძალის, რომელიც დაფუძნებულია სიმართლეზე, ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საქმე აკეთოს და ქვეყანა წინ წაიყვანოს.
დიდი პასუხისმგებლობაა იყო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მუნიციპალიტეტში, სადაც 25 წელია ვსაქმიანობ. განვლილი 7 წლის განმავლობაში, მერის მოადგილის პოზიციაზე, პირადად ვმონაწილეობდი მრავალი პროექტის განხორციელებაში. დამეთანხმებით, ერთი შეხედვითაც აშკარად ჩანს ის პროგრესი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მუნიციპალიტეტში მივაღწიეთ, მაგრამ წინ კიდევ მრავალი გამოწვევა გვაქვს. კარგად ვიცნობ ჩემს მშობლიურ სამტრედიას, რკინიგზელთა ქალაქს, კარგად ვიცი, თუ რომელ დასახლებასა და უბანს რა სჭირდება და რა არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს და მომავალში გაგრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, საგანმანათლებლო, საყოფაცხოვრებო კუთხით. დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით, დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ და სამტრედიას ერთ-ერთ გამორჩეულ მუნიციპალიტეტად ვაქცევთ. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – განაცხადა დავით ბახტაძემ.
მერობის კანდიდატმა საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: ზაზა ადეიშვილი, ნათია პაპავა, დავით ჯანელიძე, ვაჟა სტურუა, გოჩა არველაძე, მერაბ უღრელიძე, გიორგი ლეჟავა, პაატა კოხრეიძე, ჯონი თევზაძე, გიორგი გაგუა, ილია მჟავია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...