დავით ბაქრაძე: კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ეფექტური პოლიტიკა Freedom House-ისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა

Read Time:40 Second

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, Freedom House-ის ახალ ანგარიშს გამოეხმაურა.

პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს მთავრობის ეფექტური პოლიტიკა და ამით გამოწვეული ძალიან მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან, ამ პოლიტიკის მიმართ – ამის შესახებ ჩვენთვის, ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს არ დარჩა შეუმჩნეველი Freedom House-ის მოხსენებისთვის. საქართველო არის ხაზგასმული, როგორც მაგალითი, რომლის პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების უპირობო დაცვა და ისეთ გამოწვევასთან ბრძოლა, როგორიცაა COVID-19, შესაძლებელია“ – აღნიშნა დიპლომატმა.

„საქართველოში, რომელიც ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება, მთავრობამ ფართო მოწონება დაიმსახურა მოსახლეობაში პანდემიის დაძლევის მკაცრი, მაგრამ გამჭვირვალე ზომების დაწესების გამო. გლობალური მასშტაბით, საქართველოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, რამაც, არჩევნების წინ, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა. საქართველოს შემთხვევა შეგვახსენებს, რომ ჯანმრთელობის რისკების სამართავად ზომების მიღება და თან, ადამიანის უფლებების დაცვა ყველა ქვეყანას შეუძლია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ თვითიზოლაციაში ან 14-დღიან კარანტინში
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა