ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ თვითიზოლაციაში ან 14-დღიან კარანტინში

Read Time:34 Second

დღეს შემუშავდება პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, გამოკვლევის გარეშე, 14-დღიან კარანტინში გადავლენ ან სავალდებულო იქნება თვითიზოლაცია, -ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანის სწრაფ იზოლაციას. საკოორდინაციო საბჭოზე ამაზე გავამახვილეთ ყურადღება. ერთ-ერთი ახალი მიდგომა რაც გვექნება, იქნება ის, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ექვემდებარება სწრაფ იზოლაციას – თუ თავად აქვს საშუალება, თვითიზოლაციას და თუ არ აქვს, – კარანტინში გადაყვანას და 14 დღის განმავლობაში, კარანტინში ან იზოლაციაში ყოფნა. დღეს ამაზე ახალი პროტოკოლი დამუშავდება. თუ მას სიმპტომები ექნება, რა თქმა უნდა, იძახებ 112-ს, მოვლენ, გამოიკვლევენ და შემდეგ სხვა პროტოკოლით დაიწყება მართვა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Next post დავით ბაქრაძე: კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ეფექტური პოლიტიკა Freedom House-ისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა