გუშინ შემოვლითი გზით გადავიდნენ შოვში, იქ ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად, დღეს მთელი დღეა ეხმარებიან სამაშველო ოპერაციაში ბიჭებს- ძმები რაჭიდან

Read Time:25 Second

რაჭაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა გააერთიანა.

დაკარგულების ძებნაში მაშველების დახმარების სურვილი არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა. მათ შორის არიან რაჭველი ძმები, გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

,,ძმები გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები, სოფელ ველევიში ცხოვრობენ, ეს ბიჭები ჩვენი კლუბის საამაყო მეგობრები არიან.

გუშინ (03/08/2023) შემოვლითი გზით გადავიდნენ შოვში, იქ ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად, დღეს მთელი დღეა ეხმარებიან სამაშველო ოპერაციაში ბიჭებს.

ძალიან საამაყოა, როცა ასეთი ადამიანებით შედგება ჩვენი საყვარელი საქართველო და აუცილებლად დასაფასებელია ყველა ასეთი ინიციატივაც”, – წერს კლუბი “თეთნულდი” სოციალურ ქსელში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: 7 ვერტმფრენი (სუპერ პუმა), რომელიც ჩვენ ნიკოლა სარკოზის დიდი ჩართულობით შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლს შეასრულებდა ახლა შოვში
Next post თავდაცვის სამინისტრო – შოვისკენ უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება