გურამ ნიკოლაშვილი მიხეილ სააკაშვილს – ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანი ლაპარაკობს ენერგიის წყაროების საწინააღმდეგოდ, წარმოუდგენელი სქემაა

Read Time:1 Minute, 9 Second

 

ერთადერთი ძალა, რომელიც ებრძვის ენერგეტიკას და მის უსაფრთხოებას ჩვენს რეგიონში, რუსეთია. ამ დღის წესრიგს დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა -გურამ ნიკოლაშვილი

ქვეყნის და მოსახლეობის გახლეჩვით, დაპირისპირებით საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსულ ინტერესებს ატარებენ -გურამ ნიკოლაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

 

მავნებლობის, უტიფრობის, ქვეყნის ნგრევის და ღალატის ქრესტომათიული მაგალითი. ჩვეულებრივი მაოხრებელია ეს ადამიანი თავისი სექტანტი მხარდამჭერებიანად,- ასე ეხმიანება საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი მიხეილ სააკაშვილს ვიდეო-მიმართვას, სადაც სააკშვილი ამბობს, რომ დღეს, ჰესების მშენებლობა ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე ტურიზმი.

ნიკოლაშვილის თქმით, სააკაშვილს საქართველოს მოსახლეობა იმ დონის უვიც და განუვითარებელ ადამიანებად მიაჩნია, რომლებსაც შეიძლება ეს ბოდვა დააჯეროს.

აქვე, საჯარო პოლიტიკის სპეცილისტი ყურადღებას ამახვილებს რუსეთზე და აღნიშნავს, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ებრძვის ენერგეტიკას და მის უსაფრთხოებას ჩვენს რეგიონში რუსეთია და მას მთავარი ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა.

 

,,ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანი ლაპარაკობს ენერგიის წყაროების საწინააღმდეგოდ, უბრალოდ წარმოუდგენელი სქემაა )) ტურისტს არ ჭირდება თურმე სასტუმრო, ელექტროენერგია, ან წარმოებას არ ჭირდება, ან საოჯახო მეურნეობას. მსოფლიო დენის გარეშე. რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობა მიაჩნია იმ დონის უვიც და განუვითარებელ ადამიანებად, რომლებსაც შეიძლება ეს ბოდვა დააჯერო. ერთადერთი ძალა, რომელიც ებრძვის ენერგეტიკას და მის უსაფრთხოებას ჩვენს რეგიონში არის რუსეთი, რათა დამოკიდებული ვიყოთ მის რესურსებზე. ამ დღის წესრიგს აქამდე მხოლოდ დესტრუქციული და რადიკალური ენჯეოები მიჰყვებოდნენ, დღეს კი მთავარი ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა. მერე უკვირთ როცა ეუბნებიან, რომ გინდა ჩვენთან, გინდა უკრაინაში რატომ და როგორ ატარებენ რუსულ ინტერესებს. აი ესე მარტივად, ქვეყნის და მოსახლეობის გახლეჩვით, დაპირისპირების შეტანით, სრული მავნებლობების გავრცელებით. გილოცავთ ყველა დაბრმავებულს”,-წერს გურამ ნიკოლაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ თორაძე სენატორ რიშს: გიორგი რურუამ, ბანდის წევრებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ჩემი ძმები – ზაზა და ლაშა თორაძეები, მანქანაში ჩაცხრილეს საავადმყოფოდან მომავალი ჩემი ძმა ლაშა, ჩემი დედა და მამა
Next post ლევან რატიანი: საქართველოს მთავრობამ შეუძლებელი გააკეთა