გუდაურში სამხედროებისთვის სამთო მომზადების კურსი დაიწყო

Read Time:26 Second

გუდაურში სამთო მომზადების საბაზისო კურსი მიმდინარეობს. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 13 სამხედრო მოსამსახურეს სამთო უნარ-ჩვევების დაუფლებაში უწევენ დახმარებას. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კურსი ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ფარგლებში მიმდინარეობს და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად ლატვიიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული სამხედროები არიან ჩართული.

სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტესტირებები სხვადასხვა სახეობაში ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.

საბაზისო სამთო კურსი 2 თებერვალს დასრულდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შსს-მ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ექვსი პირი დააკავა
Next post 30 იანვარს ისნის რაიონის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება შეუწყდება