გუბაზ სანიკიძე – საქართველოს ისტორიისთვის ღირსეული ქცევაა, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს…ეს არის ლეგენდარული ამბავი, როგორ ბრუნდება მამისეულ სახლში

Read Time:51 Second

მიხეილ სააკაშვილი არის ჰაველისა და ჩეგევარას ნაზავი. ორივეს უნარი აქვს; აქვს რეფორმების უნარი და აქვს ბრძოლის უნარი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ქცევა ღირსეულია და მისი ქვეყანაში შემოსვლა და თავგანწირვა საქართველოს ისტორიაში შევა.

„საქართველოს ისტორიისთვის ღირსეული ქცევაა, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს. საქართველოს ისტორიაში შევა ან მისი შემოსვლა, ან მისი ასეთი თავგანწირვა. ეს დარჩება უკვე ლეგენდად ამ ქვეყანაში. კაცი არის ჰაველისა და ჩეგევარას ნაზავი. ორივეს უნარი აქვს; აქვს რეფორმების უნარი და აქვს ბრძოლის უნარი. ეს არის ლეგენდარული ამბავი, როგორ ბრუნდება მამისეულ სახლში, თავის სამშობლოში მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თავისი ტრაგიზმითა და დრამატიზმით აღსავსე, მაგრამ ამ ქვეყნისთვის მებრძოლი.

როცა არის ლაპარაკი, რომ ცოდოა მიშაო, ხალხო, არსებობენ ადამიანები, რომლებზედაც არ შეიძლება, თქვათ „ცოდო“. სააკაშვილი ეკუთვნის იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც კვდებიან ფეხზე და მებრძოლები. სააკაშვილს არაფერი საცოდავი არ აქვს. საცოდავი არის ეს ხელისუფლება. მიშა რომ მაგარია, დედამიწაზე ახლა ორი კაცი არ არის მასეთი მაგარი, ისეთი გამაგრებული და შეუპოვარია. ფანჯრები ამოუქოლეთ, მზის სხივს აღარ აჩვენებთ. ახალ ნელსონ მანდელას იღებთ უკვე, რომელიც ბოლოს მოგიღებთ მერე“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: „ლელო“ საოცრებაა, გულწრფელად ვიტყვი, პოლიტიკურად ასეთი უნიჭო ადამიანები არ მახსოვს
Next post ლევან იოსელიანი: პროტესტის ნიშნად საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ ადამიანები, მაშინ როდესაც საკრებულოებში იკავებენ ადგილებს