გრიგოლ ლილუაშვილი: საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ მეფე დავით აღმაშენებლის მონეტის ქვეყნის გარეთ გატანას…

Read Time:1 Minute, 18 Second

„ არასწორი ინტერპრეტაციები მიეცა ამ საკითს, ჯერ ერთი ჩვენ არ ვიცით შავი არქეოლოგიით, თუ თეთრი არქეოლოგიით არის მოპოვებული მონეტა. შეიძლება თეთრი არქეოლოგიის წარმოების დროსაც ჰქონდეს ადგილი დანაშაულს და იქიდან ამოღებულ იქნას არტეფაქტი . ჩვენ უბრალოდ ამის გადაჭერა ინფორმაციულად მოვახერხეთ , მაშინ როცა კონკრეტული პირები ,საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ ამ არტეფაქტების ქვეყნის გარეთ გატანას და ეძებდნენ პოტენციურ მყიდველს ვინც შეისყიდდა ამ ნივთებს , უბრალოდ მუხლს ჰქვია საგამოძიებო , მუხლს აქვს ისეთი დასახელება რომ შეიძლება საზოგადოება დააბნია და არც ის პიროვნებები დაგვისჯია, მიმდინარეობს გამოძიება , დაკავებული არავინ არის , ჯერ-ჯერობით . მოტივს რა თქმა უნდა წინასწარ ყველა ვხვდებით რომ იყო ფინანსური სარგებელი ხო რეალიზაციით რაღაც თანხა უნდა მიეღო.” – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა “ღამის კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში

“თანხაზე კონკრეტულად მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს არტეფაქტები არის შეუფასებელი, მისი კომერციული, საბაზრო ფასის განსაზღვრა არის შეუძლებელი, ღმერთმა დაგვიფარა რომ ეს კომერციული საქმიანობა წარმატებით ვერ დაასრულეს , თუმცა ფასი ალბათ დამოკიდებული იქნებოდა კლიენტი რამდენს გადაიხდიდა და გამყიდველი რამდენად დაუთმობდა . ამის ფასის შეფასება წარმოუდგენელია. ეს იყო ინტერნეტ კავშირების მეშვეობით ხდებოდა შეთავაზება კლიენტებისთვის , შესაბამისად ჩვენთვის არსებით მნიშვნელობას არ წარმოადგენს რომელი ქვეყნის მოქალაქე შეისყიდდა. ჩვენთვის მთავარი ინტერესი იყო რომ საქართველოდან არ გასულიყო ეს ისტორიული არტეფაქტები და ჩვენი სამსახურის თანამშრომლების მისამართით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს ვინც ამაში იყვნენ ჩართულები და წარმატებით მიიყვანეს საქმე ბოლომდე , ეს აუცილებლად დარჩება მომავალ თაობებს, ეს არტეფაქტები და განსაკუთრებით დავითის მონეტა და მასზე გაკეთებული წარწერა კი იცით ვისი მეფეც იყო დიდი დავით აღმაშენებელი პირდაპირ წარმოადგენს ჩვენ საერთო ინტერეს რაც უკავშირდება ქვეყნის გამთლიანებას და საერთო ოჯახში ცხოვრებას, ერთად ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად . ამ მონეტაზე სწორედ ის არის აღნიშნული, რა სურვილიც ჩვენ გაგვაჩნია, სიმბოლურია“ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რულოვსი: მაშინებს მმართველობა, რომელიც ღიად პრორუსულია
Next post გრიგოლ ლილუაშვილი – სუს-ი ახორციელებს ფარულ მიყურადებას კანონიერ საფუძველზე