გრიგოლ ვაშაძე – არ იქნება დაპირისპირება, პროვოკაციებზე წამოგება და ზიზღის ენა – წყნარად, ცივილიზებულად უნდა გავაგრძელოთ ის, რამაც ასეთი წარმატება მოგვიტანა პირველ ტურში

Read Time:36 Second

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს.

„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ, პირველი არის საარჩევნო პროცესი და მასობრივი გაყალბების მცდელობები, რომლებიც ამ პროცესს თან ახლდა. მეორე არის კრიტიკული შენიშვნები, რომელიც მათ ჰქონდათ ჩვენი კამპანიის მიმართ და მესამე – ყველანი შევთანხმდით, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება(საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაზე) არავითარი დაპირისპირება, არავითარი არეულობა, არავითარი პროვოკაციებზე წამოგება და ზიზღის ენა – წყნარად, ცივილიზებულად, კანონმდებლობის ფარგლებში უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით, და რამაც ასეთი წარმატება მოგვიტანა პირველ ტურში“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ძალიან სასარგებლო იყო ეს შენიშვნა აგრეთვე იმიტომ, რომ მათ მოისმინეს პარტნიორების, მოკავშირეებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციაც, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Forbes-მა ბოლო 11 წლის 11 საუკეთესო საშინელებათა ფილმი დაასახელა
Next post სოციალურ ქსელში კამპანია #არამიშას დაიწყო