გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული დარბაზები მოეწყო

Read Time:48 Second

გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 6 თებერვალს სარემონტო სამუშაოების ფინალური ეტაპი კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კანადური სამშენებლო კომპანიის „ბეჰლენ ინდასთრი“ პრეზიდენტმა და მფლობელმა, პოლ კანინგემმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ დაათვალიერეს.

ღონისძიებას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდა. სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარზე მეტია. თელავსა და გორში დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა – 500, ხოლო ბათუმში დიდი დარბაზი 2 500, პატარა 500 მაყურებელზეა გათვლილი. სპორტის სასახლეების მიმდებარედ დასასვენებელი სკვერების მოწყობაც იგეგმება.

პროექტი საფუძველს უყრის საქართველოსა და კანადას შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარებას, და მისი წარმატება, საქართველოს ინფრასტრუქტურაში კანადური ინვესტიციების ზრდის სამომავლო გარანტიაა. ხელშეკრულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანიას BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმდა.

პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 10 700 000 ლარი. საერთო ჯამში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მშენებარე სპორტულ ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე ადამიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცდა
Next post საგანგებო მდგომარეობისას მობილიზაციის გამოცხადების უფლებამოსილება კვლავ პრეზიდენტს ექნება