გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის და 7 ნოემბერთან დაკავშირებით დეტალების მიმოხილვის შემდეგ, შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს

Read Time:1 Minute, 8 Second

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას შეფასებით, 7 ნოემბერთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ დეტალების მიმოხილვის შემდეგ კითხვები აღარ უნდა დარჩეს.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი აქვს.

„დიდი განსხვავება ვერ შევამჩნიე დღეს, ძირითადად იჯდა. ფერმენტები დაბალია. მე უფრო ვღელავდი მაშინ. ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, გაძლო, ფეხზე იდგა. იმედია, ხვალაც იგივე მოხდება. მისი გამოსვლა ჩემთვისაც იყო ძალიან საინტერესო, ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც არ ვიცოდი. ამ გამოსვლის და დეტალების მიმოხილვის შემდეგ, რაც 7 ნოემბერს უკავშირდება, შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს.

განწყობილია, იყოს ხვალ პროცესზე. შეხვედრის დროს უფრო თავის შვილს ელაპარაკებოდა. დიდი ხანია, არ ჰყავდა ნანახი. ედუარდის განცხადებაზე არ მილაპარაკია. ედუარდი ადევნებს თვალს ყველაფერს, რაც იწერება „ფეისბუქში“, გამოსვლებში. მაგის მოგონილი არაფერი არ იყო, რაც თქვა, როგორც ჩანს, მოისმინა და აკეთებს შემდეგ ანალიზს. ის არ ცხოვრობს საქართველოში, თავისი შეხედულებები, თავისი აზრი აქვს. ოჯახი არა, რომელ პოზიციას ვიზიარებთ, ყველას თავისი აზრი აქვს. თავისი შვილის სწავლის დაფინანსებაზე მეკითხებით, აბსოლუტურად გამორიცხულია ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე. ადამიანი მზად იყო, ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ იქ ბიბლიოთეკა დაედგა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დიდი იმედი აქვს, რომ ხვალინდელ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.

„ეს იყო მეორე შეხვედრა ზოგადად, თუმცა გადაყვანის შემდეგ პირველი. სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის კარგ ფსიქოლოგიურ ფორმაში. დიდი იმედი აქვს, რომ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. პოლიტიკაზე არ გვისაუბრია. მოვინახულეთ, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი – ჩვენ ორიენტირებულნი ვართ, რომ საქართველოში სწრაფი მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს, ამიტომ, საჭიროა მოსამართლეთა გამწესება, რათა მართლმსაჯულება არ შეფერხდეს
Next post მიხეილ ჩხენკელი – რესურსცენტრები პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზე, რაც სკოლის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია