ანრი ოხანაშვილი – ჩვენ ორიენტირებულნი ვართ, რომ საქართველოში სწრაფი მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს, ამიტომ, საჭიროა მოსამართლეთა გამწესება, რათა მართლმსაჯულება არ შეფერხდეს

Read Time:1 Minute, 21 Second

ისეთი პროცესი წარვმართეთ, სადაც ყველას სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კითხვები დაესვათ და თუ მათთვის რომელიმე კანდიდატთან მიმართებით რაიმე საკითხი მიუღებელი იყო, კონკრეტული კანდიდატისგან ინფორმაცია საჯაროდ მიეღოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო სუბიექტებს არასდროს ჰქონიათ ამის შესაძლებლობა და როდესაც ასეთ შესაძლებლობას არ იყენებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი არსებითი ხასიათის შენიშვნა არ აქვთ.

„როცა კონკრეტულ კრიტიკას ვისმენთ, ეს მათი პარტიული ინტერესით არის განპირობებული. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ საქართველოში სწრაფი მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს, რაც სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამიტომ, საჭიროა მოსამართლეთა გამწესება, რათა მართლმსაჯულება არ შეფერხდეს. ასევე არ ვაპირებთ, დაველოდოთ, როდის გადაწყვეტის „ნაციონალური მოძრაობა“ და როდის მობრძანდება. მით უფრო არ ვაპირებთ, რომ მოსამართლეთა არჩევის საკითხი მათთან უნდა შევათანხმოთ. აქედან გამომდინარე, სავსებით გაუგებარია, რომელ არალეგიტიმურობაზეა საუბარი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციიდან კანონპროექტს ბევრი პიარულად აინიცირებს, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ, მაგრამ შემდეგ კონკრეტული კანონპროექტის განხილვა არ სურთ.

„„ქართულ ოცნებას“ ქართველ ხალხმა ნდობა მესამე ვადით გამოუცხადა – „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო საპარლამენტო არჩევნები, მოიგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი – რა ლეგიტიმაცია არ გვაქვს, რომ ის მოსამართლეები გავამწესოთ, ვისაც გუნდი ჩათვლის საჭიროდ? – სრული ლეგიტიმაცია გვაქვს, რომ ჩვენ არა სხვა საპარლამენტო სუბიექტებთან ერთად, არამედ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჰკითხეთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რა კონკრეტული წინადადება წარმოადგინეს, რა რეფორმა უნდა გაკეთებულიყო და რომელ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექტაცია და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ამ ფორმით არჩევა, რაც გვაქვს. არანაირი შემოთავაზება, არანაირი ოფიციალური მიმოწერა და თხოვნა, რომ სურთ რაიმე საკითხი კომიტეტის დღის წესრიგში დააყენონ, არ შემოსულა. კანონპროექტს ბევრი პიარულად აინიცირებს, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ, მაგრამ შემდეგ კონკრეტული კანონპროექტი განხილვა არ სურთ. ისე ნუ წარმოაჩენენ, რომ ვინმეს კანონპროექტის განხილვა სურდა და ჩვენ არ განვიხილეთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს მიზანია, 2032 წლისთვის წლის განმავლობაში 100 000-მდე პირმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება
Next post გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის და 7 ნოემბერთან დაკავშირებით დეტალების მიმოხილვის შემდეგ, შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს