გიორგი მიქაუტაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს დამატებითი შენობა სჭირდება

Read Time:40 Second

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დამატებითი შენობა სჭირდება. გიორგი მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ დამატებითი შენობა საჭიროა და დღეს არსებული შენობები უფუნქციოდ არ დარჩება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“სამივე მიმართულებით არის საჭიროება ფართის მომატების საქალაქო სასამართლოში. მშენებარე ფლიგელი სრულად ვერ უზრუნველყოფს საქალაქო სასამართლოს მოთხოვნილებებს. ასევე მოგეხსენებათ, რომ ნაწილი საქალაქო სასამართლოსი ბულაჩაურის ქუჩაზეა განთავსებული.

სასამართლოს გადაეცა გარკვეული მიწის ნაკვეთი არსებული შენობის მიმდებარედ. საუბარია ამ მიწის ნაკვეთის განაშენიანებაზე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ საქალაქო სასამართლოსთვის ამ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე აშენებულიყო შენობა. ახლა საუბარია ტექნიკურ დეტალებზე.
34 მილიონი გამოყოფილი არ არის. ეს არის საორიენტაციო ღირებულება იმ მომავალი განვითარების, რომელზეც საუბარია. შესაძლებელია ის თანხები, რომელიც ივარაუდებოდა ამ შენობისთვის, არ აღმოჩნდეს საკმარისი და ბიუჯეტის კორექტირებასთან გვქონდეს საქმე“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. თემაზე მსჯელობა გაგრძელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გენდერული კვოტირება სავალდებულო, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაშიც იყოს
Next post მამუკა ბახტაძემ ახალი საგადასახადო ინიციატივა თელავში წარადგინა