გიორგი მარგველაშვილი – ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივას მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რამე რეალური დოკუმენტი ხელთ არ გვაქვს

Read Time:1 Minute, 40 Second

ე. წ. გირგვლიანის შესწორებების განხორციელების ინიციატივას მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რამე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც საუბარს შევძლებდით, ხელთ არ გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ე.წ გირგვლიანის შესწორებებთანდაკავშირებით ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პრეზიდენტმა წინა წლებში არსებულ სისტემურ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეფასების გარდა, პარლამენტმა 2012 წელს საკანონმდებლო აქტიც შექმნა, რომელშიც  პოლიტიკური დევნის ფაქტები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების სიაც იყო, თუმცა მარგველაშვილის მიიჩნევს, რომ საქმე ამ ნაბიჯის იქით არ წასულა.

„ეს ის ფენომენია, რასაც ჩვენ სისტემური დანაშული ვუწოდეთ – სახელმწიფოს, სამართალდამცავი სისტემის და სასამართლოს ერთობლივი მოქმედება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებებს არღვევდა და ჩვენი მოქალაქეების მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნას ახორციელებდა. ეს ფენომენი საზოგადოებამ შეაფასა, როგორც ძალადობა და სისტემური დანაშაული.

პოლიტიკური შეფასების გარდა, პარლამენტმა 2012 წელს საკანონმდებლო აქტიც შექმნა, რომელშიც ასეთი პოლიტიკური დევნის ფაქტები და იმ ადამიანების სია დაადგინა, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში, საქმე მნიშვნელოვნად ამ ნაბიჯის იქით არ წასულა. ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის საჭიროებას, ჩვენ  არაერთხელ გავუსვით ხაზი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, საკითხი ჯერ კიდევ  არ არის გადაწყვეტილი და გარკვეულწილად უკანმიმავალი პროცესიც შეინიშნება, მაშინ, როცა  სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მაგივრად, მარგველაშვილის თქმით,  ხშირ შემთხვევაში ისეთი დანიშვნები განხორციელდა,  რომლებმაც ქართულ საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია.

ამ წლის დასაწყისში ე. წ გირგვლიანის შესწორებების განხორციელების ინიციატივა კიდევ ერთხელ გაჩნდა, რომელსაც ბუნებრივია, მე მხარი დავუჭირე. თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც ჩვენ საუბარს შევძლებდით, ხელთ არ გვაქვს.

ე.წ გირგვლიანის შესწორებებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს სამართლებრივი დევნის იურიდიული ბაზის დახვეწა უნდა იყოს, მაგრამ აუცილებელია, რომ ამ შესწორებებით ის უსამართლობა გასწორდეს, რომელიც თითონ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც ამ დევნას ახორციელებდა, ვის სახელებსაც უკავშირდება თუნდაც ის პოლიტპატიმრების სია და ვისი ყოველდღიური შესრულებითაცხორციელდებოდა დევნა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, შემდეგი უნდა იყოს სასამართლო სისტემაში ამ ადამიანებისთვის განაჩენის გამოტანა.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, რომ პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირებს, საკუთარი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„ამ თვალსაზრისითაც ჩვენ სერიოზული ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს. ძალიან ბევრ შემთხვევაში, ის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლებსაც პოლიტიკური დევნა ჩვენვე დავარქვით დღეს ძალაშია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტრამპმა მექსიკა უკონტროლო საიმიგრაციო პოლიტიკაში დაადანაშაულა
Next post ესპანეთის სანაპიროსთან ოთხი მიგრანტი დაიღუპა