გიორგი კეკელიძე საზოგადოებას მიმართავს, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების ელექტრონული საძიებო სისტემის შესავსებად წინაპრების მონაცემები მიაწოდონ

Read Time:1 Minute, 6 Second

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების ელექტრონული საძიებო სისტემის შესავსებად თავიანთი წინაპრების მონაცემები მიაწოდონ.
როგორც გიორგი კეკელიძე მიმართვაში აღნიშნავს, ამჟამად საძიებო სისტემაში 15 232 პიროვნებაა დატანილი, თუმცა ეს რიცხვი გაცილებით მეტი შეიძლება იყოს.
„უღრმესი მადლობა იმ დიდი გამოხმაურებისთვის, მოწონებისთვის, შენიშვნებისთვის და თანამშრომლობისთვის, რაც ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების ელექტრონულ საძიებო სისტემას მოჰყვა. http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/ – პროექტი უკვე გვერდით ამოუდგა ისეთ გიგანტურ პლატფორმებს, ამ წლებში რომ შევქმენით: ციფრული ფოტომატიანე, ელექტრონული მუზეუმი, ელექტრონული ბიბლიოთეკა ივერიელი, ბიბლიოვიკი, სასკოლო ლიტერატურა, ლექსიკონები და უდიდესი ელექტრონული კატალოგი.
მინდა გითხრათ, ეს ძალიან რთული და მრავალმხრივი საქმეა. შესაბამისად, როგორც, მაგალითად, #ციფრულიფოტომატიანეს შემთხვევისას, თქვენ შეხვდებით უამრავ დაუდგენელ ცნობას, რომელსაც ყოველწუთიერად ვამოწმებთ შესაძლებლობის მიხედვით. სამუშაოს პროცესი არ ნიშნავს, რომ სადმე ასეთი ტიპის მზა მონაცემები არსებობს, ხელს მოვკიდებთ და უბრალოდ ინტერნეტში განვათავსებთ, თუმცა, ესეც საქმე იქნებოდა. ჩვენ ცალკე, ოჯახ-ოჯახ ვეძებთ, ვიწერთ და ვაზუსტებთ მათ ბიოგრაფიულ ცნობებს თუ ბიბლიოგრაფიას, მოვიპოვებთ, ვადარებთ, ვამუშავებთ და ვათავსებთ ფოტოებს. ვხვეწთ საიტის ტექნიკურ მონაცემებს. პროექტს რუსუდან სტურუა და ლევან თაქთაქიშვილი უძღვებიან. ეს სამუშაო წლებია მიმდინარეობს და ძალიან სასიხარულოა, რომ ახლა ეროვნული არქივიც აქტიურად შემოგვიერთდა. ამჟამად 15,232 პიროვნებაა დატანილი. შეიძლება, როცა ამ ნაწერს კითხულობთ, ნუსხა უფრო გაზრდილი იყოს. ამიტომაც, მოგიწოდებთ ყველას, მოძებნეთ თქვენი წინაპარი და მოგვაწოდეთ მონაცემები საიტზე მითითებულ ნომერზე. გახდით დიდი საქმის თანამონაწილე“, – აღნიშნულია გიორგი კეკელიძის მიმართვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ტელეფონის აკუმულატორი მალე არ დაჯდეს
Next post მარტში საავიაციო ნავთისა და საგზაო ბიტუმის იმპორტი გაიზარდა