გიორგი კახიანი – „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და ამას ხვდებიან პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ, ამის აღიარება არ უნდათ
„ოპოზიციამ ფაქტობრივად თავისი თავიც და ეს პროცესიც ჩიხში მოაქცია, რადგან გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაზეც თავად იციან, რომ უბრალოდ ამის მიღებას ჩვენ ვერ შევძლებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ე.წ.გერმანულ მოდელზე საუბრისას განაცხადა. მან რეგიონალური საპარლამენტო კონფერენციის დაწყებამდე თემაზე: “საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ: ეროვნული პარლამენტების როლი”, უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა ადგილი ჰქონდეს არჩევნებთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილებას.
“ჩვენ მოვუსმენთ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციებსა და მოსაზრებებს, და ბუნებრივია, კონფერენციის შედეგებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა ბევრ რამეზე ვიფიქროთ, მაგრამ ზოგადად კანონმდებლობაშიც თუ შესაძლებელია რაიმე ცვლილების განხორციელება, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ. ამასთანავე, ერთ-ერთი რაც ოპოზიციასთან მიმართებაშია მნიშვნელოვანი, სწორედ ისაა, რომ ისინი ქუჩიდან ისევ საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდნენ და ერთად ვიფიქროთ 2020 წლის არჩევნებისთვის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაზე”, – განაცხადა კახიანმა.
კითხვაზე, თუ რატომ არის მიუღებელი მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული „გერმანული მოდელი” უპასუხა, რომ ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს.
“ოპოზიციამ ფაქტობრივად თავისი თავიც და ეს პროცესიც ჩიხში მოაქცია, რადგან გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაზეც თავად იციან, რომ უბრალოდ, ამის მიღებას ჩვენ ვერ შევძლებთ და შეუძლებელია, რადგან ეს სამართლებრივადაა შეუძლებელი. „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ამას ხვდება ფაქტობრივად ყველა, მათ შორის დარწმუნებული ვარ, თავად პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ არ უნდათ ამის აღიარება. ხელისუფლება ბუნებრივია, ვერ მიიღებს ისეთ ცვლილებებს, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შეუსაბამო”, – აღნიშნა კახიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...