გიორგი ვოლსკი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

Read Time:36 Second

“მეგობრებს მეტი დაფიქრება და კორექტულობა მოეთხოვებათ. ამავე დროს არც ისაა სიმართლე, რომ აშშ-ს პრეზიდენტს მწირი ინფორმაცია აქვს საქართველოზე. ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია პარტნიორი ქვეყნებისათვის, მათ შორის რასაკვირველია, აშშ-სთვის და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის. მოვიგონოთ ვაშინგტონში საქართველოს პრემიერის წარმატებული ვიზიტიც. იმასაც ვაფასებ, რომ დემოკრატიულობის ხარისხი საკუთარი პრეზიდენტის ასეთი დოზით კრიტიკის საშუალებას იძლევა, მაგრამ ამისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი მისიის წარმომადგენელმა ვფიქრობ, სხვა ასპარეზი უნდა აირჩიოს. ვიცი, რა საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულება, მოველი, რომ ქალბატონი თორნტონი შეასაბამის განმარტებას გააკეთებს,”-აღნიშნა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. ლორა თორნტონის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას მეზურნიშვილი დღეს პრესკონფერენციით გამოეხმაურა. საუბარია ლორა თორნტონის მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post BBC ცნობით პარიზში მდინარე სენაზე წყლის სიმაღლემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
Next post შსს-მ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ექვსი პირი დააკავა