გიორგი ვოლსკი: უღირსობაა კუშნერს რომ მიატოვებ და მიწაზე ცხვირით გახოხდები

Read Time:51 Second

უღირსობაა კუშნერს რომ მიატოვებ და მიწაზე ცხვირით გახოხდები. უღირსობაა ისაა, ჯარისკაცებს რომ დატოვებ ბრძოლის ველზე, დახოცილებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ გაზგაყვანილობის დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს გლობალურ პროცესებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზეა.

„შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევით არ მოხდა ის, რომ 9 აგვისტომდე რუსეთს საერთოდ არ ახსენებდნენ. შემთხვევით არ მოხდა, რომ უშიშროების საბჭოს არ მიმართეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წერია, რომ მოულოდნელად დაიწყო პროცესები, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი არც ერთი ქვეყანა არ მოელოდა. ეს არ არის შემთხვევითობა. არ ის არის შემთხვევითობა, რომ გაზგაყვანილობის დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს გლობალურ პროცესებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. შემთხვევით არ მომხდარა ის, რომ რუსები არიან 1,5 კილომეტრში იმ ცენტრალური მაგისტრალებიდან. ასეთი „ბაგაჟის“ მქონე ხალხი მიდის კიევში და აქ კიდევ რეზოლუციაზე გვეკამათებიან. ღირსებაზე გველაპარაკებიან ეს ადამიანები. უღირსობაა კუშნერს რომ მიატოვებ და მიწაზე ცხვირით გახოხდები. უღირსობაა ისაა, ჯარისკაცებს რომ დატოვებ ბრძოლის ველზე, დახოცილებს. უღირსობაა, რომ ჩვენ შვილებს გორის ცენტრში რომ მიატოვებ დაბომბვის ქვეშ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გამსახურდია: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში და „ქართული ოცნების“ მთავრობაში ყოფნის პერიოდში ზვიად გამსახურდიას მომხრეების რეაბილიტაცია მოხდა, მათ ყველას აღუდგება წოდება
Next post გიორგი ვოლსკი ოპოზიციის კიევში ვიზიტზე: არ გამოვრიცხავ, რომ იქ ისეთ თემას აგორებენ, რომელმაც გარკვეულწილად უნდა გამოიწვიოს დაპირისპირება უკრაინასა და საქართველოს შორის