გიორგი გამსახურდია: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში და „ქართული ოცნების“ მთავრობაში ყოფნის პერიოდში ზვიად გამსახურდიას მომხრეების რეაბილიტაცია მოხდა, მათ ყველას აღუდგება წოდება

Read Time:35 Second

ზუსტად ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში და ზუსტად „ქართული ოცნების“ მთავრობაში ყოფნის პერიოდში ზვიად გამსახურდიას მომხრეების რეაბილიტაცია მოხდა და თითქმის ყველას, ვინც იმ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა და იცავდა მათი იდეური მამის, შევარდნაძისგან სამეგრელოს, მათ ყველას აღუდგება წოდება, ნაწილს უკვე აღუდგა“, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ის პარალელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსთან ავლებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მიიღეს ეს წოდებები ათასი ჯურის ბანდიტებმა, ათასი ჯურის საძმოს თავკაცებმა. საერთო აფხაზეთი ალბათ ბავშვობაში თუ აქვთ ნანახი და გავლით თუ არიან ნამყოფები. 80-ათასიან სიაა, ამ სიაში ათობით ათასობით ხალხი ჰყავთ ჩაწერილი მათ დროს. ამდენ ადამიანს რომ აფხაზეთი და საქართველო დაეცვათ, დღეს არ ვიქნებოდით ოკუპირებულები. ეს ადამიანები, თითქმის ყველა, ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულები უპირისპირდებოდნენ და მათ წოდებები მიანიჭეს“, – განაცხადა გამსახურდიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ტრაგიკული მდგომარეობაა – ჩვენ არ გვყავს ოპოზიცური ძალა, რომელსაც სერიოზულობა აქვს
Next post გიორგი ვოლსკი: უღირსობაა კუშნერს რომ მიატოვებ და მიწაზე ცხვირით გახოხდები