გიორგი ვოლსკი: სენაკის საკრებულოს ოპოზიციის ლოგიკით ექვსი კაცი რომ ყოფილიყო, შვიდი ან ორი, უფლებამოსილი იყო გაეგრძელებინა სხდომა?!

Read Time:40 Second

სენაკის საკრებულოს ოპოზიციის ლოგიკით ექვსი კაცი რომ ყოფილიყო, შვიდი ან ორი უფლებამოსილი იყო გაეგრძელებინა სხდომა?! დაახლოებით, აი ამას ამბობენ. ადრე თუ გვიან შესაძლოა, აღნიშნული სხდომა შედგეს და რაღაც გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, მაგრამ მძიმე სურათია, მაშინ როდესაც სხვა სენაკელებს სჭირდებათ მოქმედი მერი, საკრებულო; პროექტების განხორციელება და ასე შემდეგ. ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი გუშინ სენაკის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა.

მისი თქმით, არის სააკაშვილის იდეა და ამ იდეის გარშემო გაერთიანებული ძალა, რომელიც დესტრუქციასა და არეულობას მხარს უჭერს.

„სააკაშვილის გონებაში იმდენადაა ჩამოყალიბებული მთელი პოლიტიკური პარტიის სტრატეგია და მიმართულებები, სადაც არავინ არაფერს წარმოადგენს. არც უგულავა თვისი ქოლგითა თუ ზონტიკით, არც ნაყოფია, მელია თავისი სხვადასხვა ეშმაკური გამოთქმით, არავინ არაფერს წარმოადგენს. არის სააკაშვილის იდეა და ამ იდეის გარშემო ძალა, რომელიც ამ დესტრუქციასა და არეულობას უჭერს მხარს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – დღეს სააკაშვილის პატიმრობის თემა არ არის ნომერ პირველი საკითხი, საზოგადოებას არ აინტერესებს სერიალები, რომელსაც ოპოზიციური ტელევიზიები ყოველდღე გვაყურებინებენ
Next post თეა წულუკიანი: სააკაშვილი ცდილობს ჭაობში, რომელშიც თავად არის, მისი გუნდის ყველა წევრი ჩაითრიოს, რეალურად ის ფეხზე მობმული ტვირთია ოპოზიციისთვის