გიორგი ვოლსკი: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში უნდა ჩაერთოს საერთაშორისო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი

Read Time:48 Second

ძალიან მძიმე სურათს ქმნის ის, რომ ოპოზიციის გარკვეულმა დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საქართველო აიყვანოს მძევლად, – ამის შესახებ მედიასთან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია სამართლიანი შეფასების გაკეთება, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის ნაწილს აქვს. „თუკი ოპოზიცია არ ერთვება ამ საკითხებში, საგამოძიებო კომისია უნდა იყოს კომპეტენტური და ამაში უნდა ჩაერთოს არა მარტო „ქართული ოცნება“, არამედ ექსპერტთა, საერთაშოროსო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი. რასაკვირველია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი აღმოჩნდება რომ 1% გადახრა მაინცაა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშინ საფუძველი ექნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

11 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვლის პირველივე კვირაში, საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, შემდეგი არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი – მთავარი, რაც შვილებს მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები
Next post პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა