გიორგი ვოლსკი: მხარს უჭერს მერიის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას

Read Time:43 Second

ვოლსკი მხარს უჭერს მერიის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას და აცხადებს, რომ  მოცემულ სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ნაწილი გარემოს დაბინძურების დონის შემცირებაა.

„ამ მხრივ ბევრი პრობლემაა დასარეგულირებელი. საგულისხმოა, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი ჩვენი თანამოქალაქეების მოსაზრებებს ეფუძნება. ვფიქრობ, ამ სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ნაწილი გარემოს დაბინძურების დონის შემცირებაა. ჩვენი ბავშვები არ უნდა სუნთქავდნენ გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს. საგანგებო ყურადღებას მოითხოვს მომსახურების კულტურის დონეც, მათ შორის კერძო სატრანსპორტო საშუალებებში.  ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების გამოჩენას, გამონათებასავით ეფექტი ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია შეუქცევადი და მასშტაბური იქნება. არაერთი სხვა პრობლემაც აქვს ჩვენს ქალაქს.

გულწრფელად განვიცდი იმას, რომ მერიის ახალი გუნდისადმი ოპონირება არა საუკეთესო გადაწვეტილებების ძიებაზე, არამედ დაპირისპირებების შექმნაზეა ორიენტირებული. არც დღევანდელმა შესანიშნავმა პრეზენტაციამ ჩაიარა როყიო განცხადებებით პოზიტიურის გადაფარვის მცდელობის გარეშე. ისეთი განცდა მაქვს, რომ რაც მეტი იქნება ინიციატივები, უფრო აგრესიული გახდება უმცირესობაში დარჩენილთა აქტივობები. დარწმუნებული ვარ, კახის მეთაურობით მერიის პროფესიონალური გუნდი ადვილად გამოარჩევს ღირებულ შენიშვნებს პოლიტიკურად  ანგაჟირებული წამოძახილებისგან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 30 მილიონი ისესხა
Next post საპატრიარქოში ხვალ ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან ვიზიტის დეტალები გაირკვევა