ორშაბათი, სექტემბერი 28, 2026

გიორგი ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის” არაფორმალური ლიდერი

„მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური ლიდერი“, – ამის შესახებ „გამარჯვების პლატფორმის“ [ნაციონალური მოძრაობისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანების] წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამით, ვაშაძე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის თქმითაც, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და „ნაციონალური მოძრაობის“  პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის სათავეში ჩადგომას აპირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და მივესალმები ამ განცხადებას. მიხეილ სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. ამას, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უარყოფს. თავის დროზე ჩვენ ვთქვით, რომ „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერიც არის მიხეილ სააკაშვილი. მე ვფიქრობ ამით, მან ძალიან კონკრეტული განცხადება გააკეთა, რომ „ვისაც გინდათ, ერთად ვიბრძოლოთ, აგერ, აქავარ და არა სადმე სხვაგან“ – მორჩა და დამთავრდა“, – ამბობს გიორგი ვაშაძე ერთ-ერთ ტელეეთერში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ორ მთავარ პარტიას [„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი არაფორმალური მმართველი ჰყავდა, ვაშაძემ განაცხადა – „მიხეილ სააკაშვილი არასდროს არ ყოფილა არაფორმალური“.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას Newshub.ge-სთან საუბარში გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე.

„მიხეილ სააკაშვილს შეუქმნეს გარკვეული წინაპირობა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმაც, რომ ოპოზიციამ დაივიწყოს თავისი სახელი, თავისი იდეოლოგია და რაღაც გაუგებარ ჯგუფში გაერთიანდნენ, ხოლო მეორე სერიაში მათ სათავეში ჩაუდგება იგივე მიხეილ სააკაშვილი“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

ამ თემაზე კომენტარს ასევე აკეთებს მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი და აღნიშნა, რომ „კანონის დარღვევით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილი ვერ მიიღებს”.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ამინდი მკვეთრად იცვლება – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ამინდი არაერთგვაროვანი იქნება.სინოპტიკოსების პროგნოზით, ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექიც, კვირის ბოლოს კი ტემპერატურის კიდევ უფრო კლება.29 სექტემბერი - დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში წვიმა იქნება. 30 სექტემბერი - რამდენიმე რეგიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 1 ოქტომბერი - ამინდი შედარებით დასტაბილურდება, თუმცა ცალკეულ რაიონებში ღრუბლიანობა შენარჩუნდება. 2 ოქტომბერი - დღის მეორე ნახევრიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექი. 3 ოქტომბერი - ქვეყნის ნაწილში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. 4 ოქტომბერი - კვირის ბოლოს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და ადგილობრივი წვიმაა მოსალოდნელი.მომდევნო დღეებში ტემპერატურაც ეტაპობრივად დაიკლებს. განსაკუთრებით გრილი ამინდი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ღამით ტემპერატურა ზოგან +5 გრადუსამდე დაეცემა.

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 158.5 მლნ ევროს გამოყოფას. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.„პროექტის მიზანია, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე (ლოტი 4 – 21.7 კმ) და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე (ლოტი 5 – 9.1 კმ) კახეთის გზატკეცილის გასწვრივ და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე (36.6 კმ) მშენებლობა.კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისათვის პროექტის ჯამური ღირებულება 316.8 მლნ ევროა და მის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ უკვე დამტკიცებული და საქართველოსთვის გამოყოფილია 158 მლნ ევრო.საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროექტს განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გიგა ფარულავა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ალბათ მიხეილ სააკაშვილისგან ბულინგს ვერ გაუძლო და შესაბამისად პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც ვიტყვი, რომ ჩვენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის. ისევე როგორც ჩვენთვის პოლიტპატიმარი არ არის ღარიბაშვილი. ახლა რატომ ღებულობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მისი გადასაწყვეტია-“,- განაცხადა ფარულავამ.ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი. ორგანიზაციის შეფასებით, „ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს“.ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. ორგანიზაციის აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.

ეს კონსპირაციული გეგმა კონკრეტული სცენარის ნაწილია – რომ არ იყოს მშვიდობა” – გია ვოლსკი გვარამიას მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები კვლავ შეფასების საგანია. "ანტიაფხაზური და შერიგების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია" - ასე ეხმიანება მმართველი გუნდი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის მოსაზრებებს.უმრავლესობაში გარე დავალების შესრულებაზეც აკეთებენ აქცენტს.გვარამიას აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც. გიორგი ვოლსკის განცხადებით, კონკრეტულ ჯგუფები არ უჭერენ სამშვიდობო პოლიტიკას მხარს და სურთ საქართველო მუდმივად უარყოფით კონტექსტში იყოს წარმოჩენილი."ეს კონსპირაციული გეგმაა, რომელიც კონკრეტული სცენარის გარკვეული ნაწილია, რომ არ იყოს მშვიდობა, არ განვითარდეს სამშვიდობო პროცესი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მუდმივად იყოს ნეგატიურ განზომილებაში საუბარი.თავად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც წარმოჩნდეს ისეთი ჯგუფები, აფხაზურ საზოგადოებაში, რომლებიც სწორედაც რომ არ უჭერენ ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, არამედ საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი და ასეთი ხალხი არსებობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ თემაზე არაერთი განცხადება გააკეთა. სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს " - შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კარგ მაგალითად კი ფაშინიანი მოიყვანა, რომელმაც ყარაბაღი დათმო. გვარამია ასევე ამბობს, რომ აფხაზები და ქართველები მტრები არიან და ამას სიყვარული ვერ შეცვლის.

დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც 81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება

ახალ საგადასახადო ინიციატივას განიხილავენ დღეს დეპუტატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე - საუბარია ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარის გაუქმებაზე.ცვლილების შედეგად, 81 000 მოქალაქეს ქონების გადასახადი სრულად გაუუქმდება, 100 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში კი, განაკვეთი 1% იქნება.ინიციატივას მხარს უჭერს ოპოზიციაც, თუმცა სისტემურ შეღავათებს ითხოვს. კანონპროექტს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ და ის კვირის ბოლომდე დამტკიცებული უნდა იყოს.

ბოლო სიახლეები