გიორგი ვაშაძე: კვლევებით ჭრა-კერვა რომ არ იყოს, ყველაფერი 2 ოქტომბერს გამოჩნდება

Read Time:38 Second

საარჩევნო კამპანია ახლა დავიწყეთ. შესაბამისად, ჩვენი რეიტინგები 2 ოქტომბერს იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ GORBI-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

„კვლევებით ჭრა-კერვა რომ არ იყოს, ყველაფერი 2 ოქტომბერს გამოჩნდება. ჩვენ შევქმენით მესამე ძალა, რომელიც იბრძვის, რათა ეს ორპოლუსიანი სისტემა ქვეყანაში როგორმე გავარღვიოთ. საარჩევნო კამპანია ახლა დავიწყეთ. შესაბამისად, ჩვენი რეიტინგები იქნება 2 ოქტომბერს. მანამდე ნებისმიერი კვლევა აცდენილია იმ კამპანიას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რა კომუნიკაციაც გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან“, – განაცხადა ვაშაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია. კითხვაზე „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ გამოკითხულთა 61.4%-მა არჩევანი კახა კალაძეზე, ხოლო 38.6%-მა ნიკა მელიაზე შეაჩერა, ხოლო დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი ეპიდვითარებაზე: პიკი, როგორც ჩანს, გადავლილია
Next post დავით შერაზადიშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს