გიორგი ვაშაძე – ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო

Read Time:41 Second

ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, რადგან მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო და გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ დებატებზე მწვავე გამოსვლა ექნება.

„ძალიან მწვავე გამოსვლა მექნება კონკრეტული ციფრებით და ფაქტებით. ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, რადგან მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო და გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო. „მიმინო“ გამახსენდა – „ჩერეზ 5 ლეტ პამაგუო”, მისი გამოსვლა დაახლოებით ასე იყო. გვითხრეს, ათ წელში გეშველებათო და თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, 400 ათასი ადამიანით შემცირდება სამუშაო ადგილები, შემოსავლები 100 დოლარიდან 80 დოლარამდე შემცირდება და შეიძლება, დემოგრაფიული პრობლემები გვქონდეს. თუ ასე გაგრძელდება, ქართველ ხალხს წითელ წიგნში შეგვიყვანენ, რადგან შობადობა მცირდება, ქორწინება განახევრებულია, შემოსავლები შემცირებულია, ახალგაზრდები ქვეყანაში არ ჩერდებიან, საპენსიო ასაკის მოცულობა იზრდება. ალბათ, სხვადასხვა ქვეყანაში ქართველები უნდა ვეძებოთ, სად დარჩნენ კიდევ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: რასაკვირველია, პანდემია გვიტევს და თუკი რაიმე პრობლემები არსებობს, ყველამ ძალები უნდა გავაერთიანოთ
Next post ნათია თურნავა ხუდონჰესზე: ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი სახელმწიფოს დაუბრუნდეს