გიორგი გახარია: ჩემთვის ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები ქვეყნის დამოუკიდებლობას უკავშირდება

Read Time:32 Second

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით პანაშვიდს დაესწრო. როგორც მინისტრმა განაცხადა, მისთვის ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები ეროვნულ მოძრაობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას უკავშირდება.

„ბევრი ქართველისთვის, ისევე როგორც თითოეული ადამიანისთვის საკმაოდ ემოციურია ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკავშირდება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და, რა თქმა უნდა, პირველ პრეზიდენტს. უაღრესად დიდი ვალდებულება გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ ეს უდიდესი მიღწევა, მეოცე საუკუნის დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და პირველი პრეზიდენტი დიდი პატივისცემით და ღირსებით მოვიხსენიოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გემრიელი ყავის 9 საიდუმლო
Next post ხანძარი მარტვილის მამათა მონასტერში – დაიწვა ბერების საცხოვრებელი