გიორგი გახარია – ყველამ უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და ეკონომიკას

Read Time:1 Minute, 25 Second

ჩვენ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში და ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი ორგანიზებულობა, ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ეს არის ბრძოლა, ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არც ერთ მთავრობას, საქართველოზე უფრო ძლიერ სისტემურ ქვეყნებშიც, გამარჯვების შანსი არ აქვს, თუ არ გაერთიანდება, ყველა, სახელმწიფო, სამოქალაქო სექტორი, თითოეული მოქალაქე.

„ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის გავრცელების პროცესში ციცაბო პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ, ჩვენ გვჭირდება პლატო, ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ვმუშაობთ. ეს არის ძირითადი კონცეპტუალური მონახაზი, რომლითაც ბოლო სამი თვეა ვმოქმედებთ და ამ გზით გავაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით გვყავს 117 ინფიცირებული და 23 გამოჯანმრთელებული პირი, რაც მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ვიყოთ მშვიდად და თვითკმაყოფილი. აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი ორგანიზებულობა, ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ეს არის ბრძოლა, ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არც ერთ მთავრობას, საქართველოზე უფრო ძლიერ სისტემურ ქვეყნებშიც, გამარჯვების შანსი არ აქვს, თუ არ გაერთიანდება, ყველა, სახელმწიფო, სამოქალაქო სექტორი, თითოეული მოქალაქე. გამოწვევა ბევრი ყოფილა, ამასაც დავაღწევთ თავს, მთავარია რის ფასად და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ვიპოვოთ ბალანსი. უპირველესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რა ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. უკვე შევდივართ სწრაფი გავრცელების ეტაპზე და აქ ჩვენი ყურადღება კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, ამიტომ გადავდგით იძულებითი ნაბიჯები ე.წ კომენდანტის საათიდან დაწყებული და დავაწესეთ საკმაოდ მძიმე შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში და ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ეკონომიკას. მთავარი შედეგი იქნება ის, კრიზისიდან გამოსვლის პირველივე დღეს, როდესაც სამყარო შეიგრძნობს, რომ ეს ბრძოლა გადალახულია, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკები, აღიდგინონ ის პოზიციები, რომლებიც ჰქონდათ ამ კრიზისში შესვლამდე, საქართველოს შემთხვევაში საუბარია 2020 წლის დასაწყისის ეკონომიკურ პოზიციებზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი ერთიანობის გარეშე
Next post პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ.. ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს – მარინა ეზუგბაია