გიორგი გახარია – უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დესტრუქციული ქმედება, მიზნად ისახავს არა ცალკეული ინსტიტუტების, არამედ სახლმწიფოს ბლოკირებას

Read Time:49 Second

ბოლო დღეების განმავლობაში ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება, მიზნად ისახავს არა ცალკეული ინსტიტუტების, არამედ სახლმწიფოს ბლოკირებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ის მინისტრთა კაბინეტს მიმართავს და მოუწოდებს, გააორმაგონ ყურადღება და კონცენტრაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის გასაგრძელებლად.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლება შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი მსგავს ნაბიჯებზე იქნება სრულად კანონიერი, გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ეს ბლოკირება, არ ნიშნავს ცალკეული ინსიტუტების ბლოკირებას, ეს ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება და კონცენტრაცია, რამეთუ ყოველდღიურად, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ სახლემწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება. ჩვენი ვალდებლებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, მასწავლებელზე, მედიკოსზე რიგით მოქალაქეებზე, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და მთავრობის ძირითადი მოვალეობა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჯიმში, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და ვინც არ უნდა ცდილობდეს, სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას,“ – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ დავზიანდით, გუნდი დაზიანდა, არა მარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, არამედ ჩვენი ბევრი ღირსეული წევრი გავიდა
Next post გიორგი გახარია – პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, შეიძლება იყოს ქუჩაშიც, მაგრამ კანონის სრული დაცვით