ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ დავზიანდით, გუნდი დაზიანდა, არა მარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, არამედ ჩვენი ბევრი ღირსეული წევრი გავიდა

Read Time:1 Minute, 8 Second

ხიფათი დავინახე, რომ გუნდი დაშლილიყო და უბედურება მიგვეღო, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუნდიდან წევრების გასვლამ “ქართული ოცნება” დააზიანა, ისევე როგორც პირობის ვერ შესრულებამ.

“ხიფათი დავინახე, რომ გუნდი დაშლილიყო და ამის მსგავსი უბედურება მიგვეღო. პირველი, რაც მოვახერხე, კენჭისყრამდე ჩვენ ჩავატარეთ უმრავლესობის სხდომა, კენჭი ვუყარეთ, რომ კოლექტიური, გუნდური ხმის მიცემა იქნებოდა: თუ უმრავლესობა იტყოდა ამას უნდა დავუჭიროთ მხარიო, ცალკეული პირები ამას არ დაარღვევდნენ, თუ გუნდს წინ დაუდგებოდნენ, შეიძლება ემსჯელა დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე – ეს მოვხსენით, რადგან ხალხის რაოდენობა 20-ს აჭარბებდა, დუღილი გრძელდებოდა, გრძნობადობა იყო და თვითდაჯერება არ გვქონდა, თუმცა იმედი იყო, რომ გავიდოდა. ამ ფონზე დავუშვით კენჭისყრა, მაჟორიტარებს აღარ აქვთ პასუხისმგებლობა გუნდის წინაშე და მოხდა ის, რაც მოხდა. მე ვფიქრობ, რომ როგორც სამი თვე ქუჩიდან არ გავიდნენ „ნაციონალები“ და არ შეუცვლიათ თავისი ქცევები, პირიქით გააღრმავეს ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა… მათ უნდოდათ, რომ გუნდი დაეშალათ მთლიანად ან ნაწილობრივ, როგორც მოხდა ახლა. ჩვენ დავზიანდით, გუნდი დაზიანდა, არა მარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, არამედ ჩვენი ბევრი ღირსეული წევრი გავიდა, ესეც გუნდისთვის გარკვეული ზიანია. თუმცა ზოგადად, რომ შევაფასოთ სიტუაცია, არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად და ემოციურად აღიქვამენ გუნდის წევრები მომხდარს. მე ვთქვათ, მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად, ვიღაც სხვანაირად, მაგრამ თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მართალია ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ცოტა ადრე მოგვივიდა, მაგრამ ნახეთ განვითარებული ქვეყნები – არ არსებობს პარტია რომელსაც არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი დაპირებები. არაფერი დრამატული არ მომხდარა”, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ბახტაძეს ტყუპი შეეძინა
Next post გიორგი გახარია – უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დესტრუქციული ქმედება, მიზნად ისახავს არა ცალკეული ინსტიტუტების, არამედ სახლმწიფოს ბლოკირებას