გიორგი გახარია – სვეტიცხოვლობა სრულიად საქართველოს დღესასწაულია, რომელიც ყველას გვაერთიანებს
სვეტიცხოვლობა არ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას გვაერთიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ამბიონიდან მიმართა, სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც ქვეყანა განსაცდელშია და ვირუსს ებრძვის.
„პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სვეტიცხოვლობა მივულოცო. სვეტიცხოვლობა არ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული. სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ამ ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია – ყველა ერთად. ამ ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერიც, ისეთი, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ და რა თქმა უნდა, ამ ერთიანობით ჩვენ ერთმანეთს უნდა მივულოცოთ სვეტიცხოვლობა. პირველ რიგში, მინდა სვეტიცხოვლობა მივულოცო უწმინდესს და მინდა კიდევ ერთხელ, მივულოცო თითოეულ თქვენგანს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი ესწრებოდნენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...