გიორგი გახარია – პოლიტიკურად ანგაჟირებულ კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს, მხოლოდ ლურჯებს, ყვითლებს ან წითლებს არ ემუქრება

Read Time:27 Second

კორონავირუსთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკასა  და ჩვენს მოქალაქეებზე ამ გამოწვევის მინიმიზაცია“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ჩვენ ვალდებული ვართ, მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს
Next post ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ “ავერსის კლინიკაში” ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) პირველი ოპერაცია ჩაატარა