გიორგი გახარია: ოკუპაცია მხოლოდ ორი გზით, მშვიდობითა და შრომით უნდა დავასრულოთ

Read Time:51 Second

მოგესალმებით გურჯაანელებო. დღეს უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ საქმეზე და მხოლოდ მომავალზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წარსულიც. დღეს ისეთი დღე არის, რომ ჩვენი მძიმე წარსული უნდა გავიხსენოთ და უნდა ვთქვათ, რომ ზუსტად 28 წლის წინ სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

„ეს იყო წერტილი, საიდანაც დაიწყო საქართველოს ოკუპაცია. საერთოდ აგვისტო მძიმე თვე გამოდგა ჩვენთვის. ამ პროცესში დავდივართ, მოსახლეობას ვხვდებით და გავიხსენეთ აგვისტოს ომიც, გავიხსენეთ შინდისის გმირები, ახლა ვიხსენებთ აფხაზეთის ომში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას და, სამწუხარო, ოკუპაცია არის ჩვენი ჯერჯერობით გადაულახავი პრობლემა, რომელიც უნდა ვეცადოთ და შემდეგ თაობას არ დავუტოვოთ. ქვეყანაშ, სადაც ადამიანები, შიგნით, ჩვენს ქვეყანაში არიან დევნილები, ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ მხოლოდ ორი გზით, მშვიდობითა და შრომით. სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, რომ ჩვენი ძმებისთვის გავხდეთ უფრო მიმზიდველები. ეს არის ერთადერთი გზა, რამეთუ არ არსებობს ქვეყანაში განვითარების შესაძლებლობა, მშვიდობისა და სიმშვიდის გარდა. ეს არის ჩვენი ქვაკუთხედი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: წელს ჩვენ უფრო მეტ ყურძნის მოსავალს ველოდებით, მივუკაკუნებთ 300 ათას ტონაზე მეტს
Next post კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის ადამიანები იდევნებოდნენ