გიორგი გახარია – ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული

Read Time:42 Second

ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

შს მინისტრმა პარლამენტში გამოსვლა სამინისტროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე საუბრით დაიწყო.

მისი თქმით, ერთ-ერთი ძირითადი რეფორმა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებაა.

„2018 წლის იანვარში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომლის მიზანია ისეთი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა, სხვადასხვა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული. დეპარტამენტმა, შექმნის დღიდან შეიმუშავა შიდა და გარე მონიტორინგის მექანიზმები, გაიდლაინები და რეკომენდაციები გამომძიებლებისთვის, აქვს აქტიური კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან.

უკვე შეიქმნა რისკის შეფასების სისტემა და მონიტორინგის მექანიზმი ოჯახურ დანაშაულებზე, რომლებიც პრაქტიკაში მიმდინარე თვიდან დაინერგება. ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დროებითი მოთავსების იზოლატორებში – განახლდა ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს იზოლატორების ახალი კამერებით და სამედიცინო პერსონალით აღჭურვის პროცესი“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შს მინისტრი პარლამენტშია
Next post ანანია გაცეჩილაძე- “საკუთარი თავის დახატვაც არ არის პრობლემა”