გიორგი გახარიას პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი ირაკლი მიქელაძე იქნება

Read Time:34 Second

პარტია „საქართველოსთვის” ბათუმის მერობის კანდიდატი ირაკლი მიქელაძე იქნება. როგორც გახარიამ აჭარის რეგიონში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, მიქელაძეს განათლება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ აქვს მიღებული.

„აჭარა თავისი ისტორიით, კულტურით, თავისი ადამიანობით საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მე მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენი წარმომადგენლის ძირითადი თვისება იყო: კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ნება მიბოძეთ დღეს წარმოგიდგინოთ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ბატონი ირაკლი მიქელაძე. ირაკლი იურისტია, განათლება, როგორც საქართველოში, ასე ვე საზღვარგარეთ აქვს მიღებული. ირაკლი გერმანიაში აღმოვაჩინეთ თავისი ოჯახთან ერთად და დღეს ჩვენს გვერდზეა“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან პარტია „საქართველოსთვის ლიდერმა შუახევის მერობის კანდიდატად შალვა გოგიტიძე წარადგინა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ბერიძე იქნება, ქედაში კენჭს ელგუჯა ნაკაშიძე იყრის, ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ბერიძეა, ხოლო ხულოში კენჭს გია აბულაძე იყრის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმო: კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებ დეზინფორმაცია ვაქცინაციას აყოვნებს, რაც გლობალურ დონეზე კორონავირუსის შემთხვევების ზრდას იწვევს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ ძალუძს მშვიდობიანად და რაც მთავარია, დემოკრატიულად ჩვენი ქვეყნის მართვა