ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026

გიორგი აბდალაძე: რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა, რომ სალომე ზურაბიშვილი ტანჯულის როლში გამოიყვანონ, რომელიც არ თმობს სასახლეს და ძალის გამოყენებით გამოჰყავთ იქიდან

რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა, ტანჯულის როლში გამოიყვანონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომ არ თმობს სასახლეს და ის ძალის გამოყენებით გამოჰყავთ სასახლიდან, მაგრამ არა მგონია ასეთი მდგომარეობა იყოს, მე უფრო ვფიქრობ, თვითონაც გაიაზრებს, მიხვდება, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა ამოწურულია,- ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„გამოსავალი არის იმაში, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. რაც შეეხება 29 დეკემბერს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილის არჩევნებს და მისი ინაუგურაციის პერიოდს, როდესაც პოლიცია, რომელსაც დღეს ის ლანძღავს და უსამართლო სიტყვებით მიმართავს, ისინი იცავდნენ მას. რომ არ ყოფილიყო პოლიცია „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულებრივად ჩაშლიდა მაგ პროცესს თელავში. ისინი ყოველთვის მუშაობენ ე.წ. „კარტინკისთვის” ზუსტად იმისთვის, შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. მე ვერ ვხედავ ამ კატასტროფას სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, იმიტომ რომ 29-ში მას ვადა ეწურება და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამ არჩევნებთან დაკავშირებით არის ერთი რამ რომ საქართველოს ისტორიაში არცერთ არჩევნებზე ამდენი დამკვირვებელი არ ჩამოსულა, როგორც ჩამოვიდა ამ არჩევნებზე. საჩივრების რაოდენობა, რაც დაიწერა და რაც განიხილა ცესკომ და თვით მათაც, ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს ვგულისხმობ, რამდენიმე დღე დასჭირდათ იმისათვის რომ გაეაზრებინათ, რა მდგომარეობაში ჩავარდნენ. ანუ არ იყო იმ დღესვე რეაგირება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა, ტანჯულის როლში გამოიყვანონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომ არ თმობს სასახლეს და ის ძალის გამოყენებით გამოჰყავთ სასახლიდან, მაგრამ არა მგონია ასეთი მდგომარეობა იყოს, მე უფრო ვფიქრობ, თვითონაც გაიაზრებს, მიხვდება, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა ამოწურულია. მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბებულია, არ გვაქვს”,- განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპია, ეს თავისთავად ანტიევროპულია

ორ კვირაში ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ჩვენ, ისევე როგორც ბელგიის პარლამენტში, ასევე აქ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუციები უნდა დაუბრუინდნენ დიალოგის გზას.„ევროკავშირი თავისი არსით კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს უკვე თავისთავად ანტიევროპულია. ამიტომ, იმედი გვაქვს, როგორც ლუქსემბურგის, ისე ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლები ამ მხრივ იმუშავებენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის გზას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, საქართველოს გულშემატკივრობს პროცესს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტად გააგონონ საკუთარი ხმა ალიანსის ბიუროკრატიას.„ჩვენ ზოგადად ვაკვირდებით პროცესს, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად სწუხან და ცდილობენ, მათი ხმა მეტად იქნას გაგონილი ბრიუსელში. ამისკენ არის სწორედ მიმართული იმ რეფორმებისკენ მოწოდებები, რომლებიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება, ვინაიდან რაღაც მომენტში გარედანაც კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო ისე, რომ მისი წევრი ქვეყნების ხმა იმდენად აღარ ისმის. ამიტომ, ვფიქრობ, ამ პროცესის ნაწილიც არის, რომ დღეს წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გააგონონ ბრიუსელს. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თავის ლოგიკურ განვითარებას ჰპოვებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.რაც შეეხება საკითხებს, რაზეც კობახიძე გაამახვილებს ყურადღებას, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას შეეხება მიმდინარე ოკუპაციას, „რომელიც ქვეყნისთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა“.„პრემიერ-მინისტრი ხაზს გაუსვამს დიპლომატიის, შერიგების და მხოლოდ მშვიდობით აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნების მნიშვნელობას.პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც არის ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც ქვეყანა აპირებს რომ განავითაროს, განსაკუთრებით დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად.პრემიერ-მინისტრი შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან, თუკი ეს თანამშრომლობა იქნება დაფუძნებული თანასწორობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, შანლიურფას მახლობლად, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა, მოგვიანებით კი მაჩვენებელი 5,1 მაგნიტუდამდე დაკორექტირდა. მიწისძვრის სიღრმე დაახლოებით 8 კილომეტრი იყო.სეისმოლოგების შეფასებით, მიწისძვრა, მისი შედარებით მცირე სიღრმიდან გამომდინარე, ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართოდ შეიძლებოდა ეგრძნოთ. ასევე, არ არის გამორიცხული მცირე ან საშუალო სიმძლავრის მატერიალური ზიანი, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ზუსტდება.თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის (AFAD) მონაცემები მიწისძვრების შესახებ ოპერატიულად ახლდება.

ზაზა ფაჩულია – უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ ზაზა ფაჩულიას მისსავე საკალათბურთო აკადემიაში ესტუმრა. ქეთი ხატიაშვილის რუბრიკაში „ჩემს მაგალითზე“, ზაზამ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.„არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ხარ, თუ ასაკოვანი, უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო. რაც უფრო ასაკი გემატება ხედავ მაგალითებს, რომ მართლა ყველაფერი შესაძლებელია“.

გიორგი მამარდაშვილი – მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოვიგოთ

ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100%-ით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ.შემდეგ კი უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი გამარჯვებას ჩვენთან ერთად იზეიმებს“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

ბოლო სიახლეები