გივი მიქანაძე: ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ , რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი მოვიზიდოთ
„ოპოზიციური ძალების მხრიდან იყო დაანონსებული და არაერთი პრესკონფერენცია და ინტერვიუ მიუძღვნეს იმას, რომ ხელისუფლება თითქოსდა სარგებლობს მსოფლიოში არსებული პანდემიით და მაქსიმალურად შეზღუდავს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას საქართველოში“,- განაცხადა „ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ ტვ “რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, ცესკო-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე, ამ წუთის მდგომარეობით, 20 საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე დარეგისტრირებულია.
„პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორ ქვეყნებში გაგზავნეს მოსაწვევები და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი მოვიზიდოთ, რომ გაშუქება და დაკვირვება მოხდეს. ის დემოკრატიული პროცესი, რომელსაც ადგილი ექნება 31 ოქტომბერს, ყველასთვის აღქმადი იყოს და ლეგიტიმურობა საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფილი იყოს. აქვე მინდა მივესალმო იმას, რომ IRI და NDI, რომლებიც თავდაპირველი ინფორმაციით თითქოს ვერ ახერხებდნენ დამკვრვებლების გამოგზავნას, მათი გრძელვადიანი დამკვირვებლების მისიები უკვე საქართველოში არიან და უკვე მოქმედებენ ისევე, როგორც ეუთო/ოდირის მისია. მოკლევადიან დამკვირვებლებს, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის ველოდებით ისევე , როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტი ასამბლეის , ევროპარლამენტის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და სახვადასხვა ქვეყნების დელეგაციებს. განსაკუთრებული აქტიურობაა დაფიქსირებული ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებაში. ცესკო-ს გვერდზე ამ წუთისთვის გვაქვს ინფორმაცია, რომ 89 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...