გივი მიქანაძე: ჩვენი მიზანია, ამ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ არა მხოლოდ მმართველმა გუნდმა, არამედ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. სწორედ ესაა განსხვავება ამ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის

Read Time:56 Second

ჩვენი მიზანია, ამ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ არა მხოლოდ მმართველმა გუნდმა, არამედ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. სწორედ ესაა განსხვავება ამ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, დასაფასებელია ის, რომ 30 აპრილის აქციაზე საზოგადოების დიდი ნაწილი შეიკრიბა, რათა ეთქვა „არა“ წინა ხელისუფლებისა და მისი მმართველობის რეჟიმისთვის.

„საზოგადოება ძალიან აფასებს იმ ღირებულებებს, რაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოიპოვა. ეს არის: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და რომ საზოგადოებისთვის უმთავრესია, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი საზოგადოება იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი. სწორედ მშვიდობის შენარჩუნება, ამ ქვეყნის შემდგომი განვითარება ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის დღის წესრიგია და ამას ეხმაურება ხელისუფლება“, – განაცხადა მიქანაძემ.

იგი აქციაზე გაჟღერებულ ქვეყნის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მიყვება იმ გზას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო და აუცილებელია.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოების უმეტესობის პოზიცია ყოველთვის იყოს მოსმენილი – პულსზე უნდა გვედოს ხელი, რადგან ჩვენ ჩვენი საზოგადოების მხრიდან ვართ დაქირავებული. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ამ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ არა მხოლოდ მმართველმა გუნდმა, არამედ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. სწორედ ესაა განსხვავება ამ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის, რადგან ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, მასთან ერთად ვიხილავთ საკითხებს და მიგვყავს ეს ქვეყანა სწორი განვითარების გაზე“, – განაცხადა მიქანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ჯერ აშშ-ის, შემდეგ ბრიტანეთის ელჩმა, ახლა კი ევროკავშირის ელჩმა ნათლად და ხაზგასმით თქვა, მათ არ აქვთ ფაქტები, რომ საქართველო სანქციების რეჟიმს არღვევს
Next post ვიოლა ფონ კრამონი: თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს ამას