არჩილ თალაკვაძე: ჯერ აშშ-ის, შემდეგ ბრიტანეთის ელჩმა, ახლა კი ევროკავშირის ელჩმა ნათლად და ხაზგასმით თქვა, მათ არ აქვთ ფაქტები, რომ საქართველო სანქციების რეჟიმს არღვევს

Read Time:35 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ დღეს ამ საკითხზე გაკეთებული განცხადება რადიკალური ოპოზიციის კიდევ ერთი ლუსტრირებაა.

„ჯერ აშშ-ის, შემდეგ ბრიტანეთის ელჩმა, ახლა კი ევროკავშირის ელჩმა ნათლად და ხაზგასმით თქვა, მათ არ აქვთ ფაქტები, რომ საქართველო სანქციების რეჟიმს არღვევს და ასეთის შესახებ არ სმენიათ. კიდევ ერთხელ, ძალიან მოკლე დროში მოხდა ლუსტრაცია რადიკალური ოპოზიციის განცხადებებისა და ბრალდებების, რომლის ერთადერთი მიზანია, დააზიანონ საქართველო და მისი ხელისუფლება და ამით როგორმე, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა: „ის, რისი გაკეთებაც საქართველოსგან გვსურს, არის, რომ საქართველო, საქართველოს ტერიტორია, ქართული კომპანიები არ გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად და ამ დროისთვის საპირისპირო ინფორმაცია არ გვაქვს“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე თამარ ჩერგოლეიშვილს: მოდუნდი და შორიდან ადევნე თვალი იმ პროცესებს, რაზეც შენ და შენი „ბრელოკი“ ქმარი, ვეღარასდროს მოიპოვებთ გავლენას
Next post გივი მიქანაძე: ჩვენი მიზანია, ამ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ არა მხოლოდ მმართველმა გუნდმა, არამედ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. სწორედ ესაა განსხვავება ამ ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის