გივი მიქანაძე: ოპონენტებმა მოინდომეს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ „ქართული ოცნება“ ყოფილიყო და თავად არ აეღოთ პასუხისმგებლობა

Read Time:38 Second

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგის მიბმა ვადამდელი არჩევნების საკითხზე და 43%-იანი ბარიერის დაწესება მმართველი პარტიისთვის, პირდაპირ გეტყვით არაკონსტიტუციურია. ჩვენ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ იმისთვის, რომ დასრულებულიყო ქვეყნის ნჯღრევა და დაზიანება. ერთად აგვეღო პასუხისმგებლობა ყველას და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ჩვენმა ოპონენტებმა შემდეგ მოინდომეს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ყოფილიყო „ქართული ოცნება“ და თავად არ აეღოთ პასუხისმგებლობა. ახლა მართლაც ღიმილისმომგვრელია არარაობა დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომელსაც აღარანაირი იურიდიული ძალა აღარ აქვს. ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას არ დააზიანებდა და ჩვენი საზოგადოების შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობდა. ოპონენტების მხრიდან მივიღეთ დესტრუქცია. როდესაც საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი პაკეტი მივიღეთ „ლელო“ მესამე მოსმენიდან ჩაეხსნა და ამით დააფიქსირა ერთგულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. არაერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, როგორ დაარღვიეს ხელმომწერმა მხარეებმა ხელშეკრულების პირობები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანტონ ობოლაშვილი – პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „განახლებული რეგიონები“ ახალციხეს დამატებით ახალ სიცოცხლეს შესძენს
Next post „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე დაბა ურეკის მოსახლეობას შეხვდა