გივი მაჭარაშვილი თვის საუკეთესო მოჭიდავედად დასახელდა

Read Time:22 Second

ევროპის ორგზის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97კგ) ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ თვის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კონტინენტის პირველობის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. ბუქარესტში ერთი კვირის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი 7:1 დაამარცხა.

ტურნირზე ქართველი მოჭიდავეები კიდევ ხუთ მედალს დაეუფლნენ. გენო პეტრიშვილმა (125კგ) და ნაკრების დებიუტანტმა აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მირიან მაისურაძე (92 კგ), რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) კი შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე გავიდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი: ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით
Next post თბილისის 4 რაიონში წყალი შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი