გიგი უგულავა: თუ ოპოზიცია ისეთი „ჩმორი“ წარმოუდგენიათ, როგორიც უზით პარლამენტში, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ

Read Time:39 Second

თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში და დავარქმევ სიტყვას, არ მომერიდება, „ჩმორი“, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ყოველთვის კონსტრუქციული იყო და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად რეალურ საკითხებზე დიალოგია საჭირო.

„ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები კონსტრუქციულია ოპოზიცია, რომელიც არ გაუწევს წინააღმდეგობას პოლიციას, იმიტომ რომ ჩვენ რომ გაგვეწია, იქ უბედურება მოხდებოდა. და დარწმუნებული ვიყავით, რომ პოლიცია ამაზე წამსვლელი იყო. ამაზე ამაზე მეტი კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ იქნება. თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში და დავარქმევ სიტყვას, არ მომერიდება, „ჩმორი“, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ. მაგრამ თუ უნდათ რეალურად განმუხტვა სიტუაციის, თუ რეალურად უნდათ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ეს უნდა ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე“, – განაცხადა უგულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: ვცდილობთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით დაიწყოს
Next post დავით ზალკალიანი: ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რაც შარლ მიშელის ვიზიტმა დაადასტურა